
ავტორი
Front News საქართველო
იტალიაში ყველა შეხვედრაზე იყო აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებისა და კანდიდატობის სტატუსის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც შალვა პაპაშვილმა აღნიშნა, დღეს შეხვედრები გაიმართა სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპის საქმეთა მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.
მისი თქმით, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
“მათი მხრიდან ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. საუბარი გვქონდა პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე წლის დეკემბერში გადაწყვეტილების მიღებისას იტალიის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს