შალვა პაპუაშვილი – ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას


ავტორი
Front News საქართველო
ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობაა და ამავე დროს ხელს არ უწყობს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი პუნქტის განხორციელებას, რაც დეპოლარიზაციას ეხება.
“ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. “ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებელ რიტორიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

ირაკლი კობახიძე – ყველა ადამიანი, ვინც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი

გიგი უგულავა – ყველა უსინდისო მატყუარაა, ვინც ამბობს, რომ საქართველო დაზარალდება, თუ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი პასუხისმგებლობით