
ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკომისიის მიერ შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
“საუბარი გვქონდა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით მოლოდინებზე, თუმცა მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ საქართველოს როლზე, ასევე აბრეშუმის გზის მეშვეობით ევროპისა და აზიის დაკავშირებაზე. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება. იმედია, საბოლოო ჯამში, ფორმატები, რომლებიც, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობით არის გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში, დაეხმარება საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ორ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო არის მოლოდინში, ასევე არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ განაცხადი არ აქვთ. ამიტომ ეს ფორმატიც საინტერესოა, რათა, ერთი მხრივ, გამოცდილება მივიღოთ სხვებისგან, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყოთ ამ გამოცდილების გამზიარებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს