შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია

ავტორი
Front News საქართველო
ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს გერმანელებსაც ეხება.
"ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება“, – წერს პაპუაშვილი.
რუსთაველის გამზირზე, მოშიმშილე პოლიტიკოსებთან გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




