შალვა პაპუაშვილი - რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როცა სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე


ავტორი
Front News საქართველო
"მინდა გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამავე დროს არის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, გუშინდელ საქციელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, გზის გადაკეტვაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა და ეუთოს თავმჯდომარის ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისვლა შეაფასა.
მისი თქმით, მინისტრის განცხადებაში ცრუ ნარატივების მცდელობა ყველამ მოისმინა და ზუსტად ეს არის ის, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ.
"ყველა ხედავდა ამას პირდაპირ ეთერსა თუ ფოტოებში. მის განცხადებაში ცრუ ნარატივების მცდელობაც მოვისმინეთ. დღეს ყველამ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მთავრობის პოზიცია, რომ გაუქმდა მასთან დაგეგმილი შეხვედრა.
ზუსტად ეს არის ის, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია და იარაღად გამოყენება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებშია ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოყენებული იქნა მისი მხრიდან იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ამას შეჩვეული ვართ, თუმცა ასევე პირდაპირ და უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და ამით „ვენის კონვენციის“ 41-ე მუხლი.
დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, ოძისში და როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც ამ ნაბიჯით მას სურს, რომ აჩვენოს სუვერენიტეტის პატივისცემა, თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე?!
მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს და გააანალიზოს ეს საქციელი, რომელიც ერთი მხრივ, ეუთოს როგორც ორგანიზაციას ურტყამს და მისი თავმჯდომარე, მართალია ის არის რიგითობის მიხედვით თავმჯდომარე და ზუსტად აქედანაც ჩანს, რომ იგი იყენებს ამ ინსტრუმენტს პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა