შალვა პაპუაშვილი - რადიკალების აქცია, რომლის სცენიდანაც უკვე საჯაროდ ხელისუფლების "დამხობის“ და "ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო


ავტორი
Front News საქართველო
ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც უკვე საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების“ (!) მიერ ხელისუფლების „დამხობის“ (!) და „ყველას დასჯის“ (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.
საგანგაშოა, რომ ამგვარი ქცევით ევროკავშირის საელჩო ქართველების თვალში ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს