შალვა პაპუაშვილი - რახან ბრიუსელმა გადაწყვიტა ასეთი კონფრონტაციული ტონი, ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ მათი საქმიანობის ძალიან დასაბუთებულ შეფასებას

ავტორი
Front News საქართველო
დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი. საქართველოს შეფასების ასეთი გეგმა ჰქონდა საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხუთწლედების გეგმებს გვისახავდა, ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან, ხან რა გეგმებს გვისახავენ. მთავარი პრინციპი, რაზეც დაფუძნებულია საერთაშორისო წესრიგი, არის სხვა ხალხთა სუვერენიტეტის პატივისცემა.
ის დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ესტონეთის თუ სხვა ქვეყნის მიერ არჩეული ადამიანი გვესაუბრება ჩვენ, ქართველებს, ქართველების სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება იყოს?
ჩვენ გვაქვს ჩვენი შეფასებები ბრიუსელთან დაკავშირებით, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. რახან ბრიუსელმა გადაწყვიტა ასეთი კონფრონტაციული ტონი და ქართველი ხალხისთვის კურატორის და მეურვის შეთავსება, ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ მათი საქმიანობის ძალიან დასაბუთებულ შეფასებას. ბრიუსელი დღეს სრულად ასცდა ევროპულ ღირებულებებს და მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


