შალვა პაპუაშვილი – რამდენი ირონიაა იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხელებს ითბობს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა პირველად, 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა.
“რამდენი ირონიაა იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხელებს ითბობს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. შეხედეთ, როგორ ავრცელებს ის შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, რომ ტრამპმა მის პირველ არჩევნებში „რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა“. შენიშვნა: ახლა ის ანალოგიურ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ ავითარებს“, – წერს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




