შალვა პაპუაშვილი - რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს


ავტორი
Front News საქართველო
მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას ფეისბუქკომენტარს გამოეხმაურა, სადაც პატარაია პაპუაშვილს მიმართავს, რომ ცილისწამებისთვის უჩივლებს.
"საფარის“ ხელმძღვანელმა ჩემი ამ პოსტის კომენტარში შეიცხადა, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ევროკავშირისგან ვიღებო. მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე (ngotransparency.eu), რომელშიც თავმოყრილია ევროკომისიისგან სადეპუტატო შეკითხვით მიღებული ოფიციალური მონაცემები. ასე რომ, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს, თუმცა რახან სიზუსტის გამო წუხს, შეცდომაში რომ არავინ შევიყვანო, ამ პოსტს ვაახლებ და მივცემ „საფარს“ შესაძლებლობას, თავად გახადოს საჯარო, რა თანხა მიიღო მან ევროკავშირისგან 2022-2024 წლებში, მით უმეტეს, მას ამას კანონი ავალდებულებს. მეც მყისიერად ჩავწერ ბუღალტრულად დაზუსტებულ თანხას, თუმცა მის კომენტარში მთავარი მაინც სხვაა. კარგია, რომ „საფარის“ ხელმძღვანელმა ცილისწამება ვერ უწოდა ჩემი პოსტის იმ ნაწილს, სადაც ვამბობ, რომ ის არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა. როგორც ჩანს, მას მიღებული თანხის ბუღალტრული სიზუსტე უფრო ადარდებს, ვიდრე ექსტრემიზმში მხილება. ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო, ევროკავშირის მიერ მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება ექსტრემიზმის დაფინანსების ტოლფასია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილმა „საფართან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ პირველ პოსტში დაწერა, რომ „ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით“.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს