შალვა პაპუაშვილი - რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი

ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში, რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება, უარყოფითისკენ რომ არ შეიცვალოს.
"თავისთავად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია, თუმცა, სამწუხაროდ, იმედები, რაც საერთაშორისო სამართლის, წესებზე დაფუძნებული სამართლის, საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის ჰქონდა, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად, მაგრამ, მეორე მხრივ, ინდივიდუალურად, თავად სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია 107 ხმით მიიღო.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




