Logo

შალვა პაპუაშვილი - როდესაც ევროკომისარი იტყვის, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, ამას ჩვენი მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება

პოლიტიკა
118
Frontnews image description

როდესაც ევროკომისარი გამოვა და იტყვის, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, ამას  მკაცრი პასუხი მოჰყვება. ამას უნდა შეეგუონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, მსგავს ვერბალურ დისკუსიაში დადგნენ არა სხვების, არამედ საკუთარი ქვეყნის მხარეს.

"თქვენ მოგწონთ ევროკომისარისგან, რომლის წარსულის მიმართაც კითხვები არსებობს მისი სხვადასხვა ორგანოებთან თანამშრომლების შესახებ, მოისმინოთ სიტყვები, რომ საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმა და სხვა ბრალდებები? ამიტომ, ხაზს ვუსვამ, არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, როდესაც ჩვენ ვიყავით თუნდაც ვერბალური ეპითეტების გაცვლის ინიციატორი.

ჩვენ რიტორიკას სინამდვილეში იმიტომ გვიწუნებენ, რომ უნდათ გაგვაჩუმონ! თორემ, რა პრობლემაა - მოითმინონ, აიტანონ ყველანაირი კამათი და რიტორიკა. მაგრამ არა - იმიტომ, რომ გავჩუმდეთ, იმიტომ, რომ ხმა არ ამოვიღოთ. ეს დრო დამთავრდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაჩუმებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები