
ავტორი
Front News საქართველო
ორი ფაქტი დადასტურდა, რომ არანაირი სანქცია არ არსებობს კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ და აშშ-ის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ივანიშვილთან ომის შემდეგ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა დასკვნები ხალხმა უნდა გამოიტანოს, თუ არანაირი სანქცია არ არსებობს, მაშინ რას უკავშირდება მოსამართლის მოხსნა პროგრამიდან და რა მიზანი ჰქონდა ივანიშვილთან ელჩის შეხვედრას.
“მგონი, საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის განმარტება, კითხვები, პასუხები თუ ასე შემდეგ. მგონი, შეგვიძლია, ამ პასუხებიდან ორი რამ დავასკვნათ. ერთი, რომ არანაირი სანქცია არ არსებობს კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ, დადასტურდა, მეორე, აშშ-ის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ომის შემდეგ. ეს ორი ფაქტი დადასტურდა.
აქედან უკვე დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. კერძოდ, პირველ შემთხვევას რაც შეეხება, მოსამართლეს, თუკი არანაირი სანქცია არ არსებობს, მაშინ რა იყო ეს დაბარება და მოსამართლის მოხსნა პროგრამიდან, რომელშიც ის იყო. იყო ეს საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თვითნებობა თუ – არა. და მეორე, როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს