Logo

შალვა პაპუაშვილი - როდესაც შუბლის ძარღვს გაიწყვეტს ადამიანი, მერე ცხოვრება ადვილია და ვხედავთ ბატონ გახარიას, მორალური ბარიერები ყველანაირი გადალახული აქვს

პოლიტიკა
4 საათის წინ / 13:10
Frontnews image description

ადამიანი როდესაც შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, მერე ცხოვრება ადვილია და ვხედავთ ბატონ გახარიას, საკმაოდ ადვილად ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას ეს მორალური ბარიერები ყველანაირი გადალახული აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომლის თანახმადაც, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ  აქციების კოლაჟი გამოაქვეყნა და 20 ივნისის აქცია გამოტოვა.

„მგონი, ბატონ გახარიაზე ზედგამოჭრილი არის დუმბაძის სიტყვები – ადამიანი შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტ, მერე ადვილი არის ცხოვრება. ადამიანმა აღიარა, რომ ის უცხო ქვეყნების ელჩებთან შეთანხმებით გადადგა პრემიერობიდან და მიატოვა პოლიტიკური გუნდი. სხვა ქვეყნის ელჩმა, ერთმა კონკრეტულმა უთხრა მას და გადადგა. ასეთი ადამიანი დღეს კიდევ პოლიტიკაში არის და ბედავს, იყოს პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის არათუ პოლიტიკოსის, არამედ ელჩის, რომელიც არის ჩვეულებრივი ბიუროკრატი, უცხო ქვეყნის ბიუროკრატის მითითებით მიდის თანამდებობიდან, ღალატობს თავის პოლიტიკურ გუნდს, ნუ, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი, რომელსაც შუბლის ძარღვის რაღაცა ფრაგმენტი მაინც შერჩენილი აქვს, პოლიტიკაში არ დარჩებოდა.

კიდევ ერთხელ, როდესაც შუბლის ძარღვს გაიწყვეტს ადამიანი, მერე ცხოვრება ადვილია და ვხედავთ ბატონ გახარიას, საკმაოდ ადვილად ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას ეს მორალური ბარიერები ყველანაირი გადალახული აქვს. ამ დროს უკვე ნებისმიერი ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement