
ავტორი
Front News საქართველო
როგორც იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის არა პროცესის ბოიკოტი, არამედ, პროცესის საბოტაჟი. ბოიკოტი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ან ორგანიზაცია არ ერთვება პროცესში, ხოლო საბოტაჟი გულისხმობს იმას, რომ თავისი ჩაურთველობით აზიანებს პროცესს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
“ამ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით ევროპული საბჭო გულისხმობს, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი, შეძლებისდაგვარად ფართო ჩართულობით. ის, რომ არ ერთვებიან, აზიანებენ ამ პროცესის ინკლუზიურობას. სწორედ ეს არის მათი გათვლა, რომ დააზიანონ პროცესის ინკლუზიურობა, რომ არ მიიღოს საქართველომ პოზიტიური პასუხი. ესაა საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“, – აცხადებს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს