Logo

შალვა პაპუაშვილი - რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის

პოლიტიკა
7 საათის წინ / 14:29
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

"დღეს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავია, იმ დიდი გამარჯვების, რომელშიც ჩვენს ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300 ათასი ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, 300 ათასი ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმის და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან. რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი,  როგორიც არის.  ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა.

Advertisement