შალვა პაპუაშვილი - "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მომღერალ ზაზა ნოზაძის ვიდეოკლიპს აზიარებს, სახელწოდებით "ლიბერალი ზაზები".
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული ენჯეოების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა - კოდური სიტყვები, რომლებიც დიპ სტეიტის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს - "რუსეთუმე", "პრორუსული", "რუსული ჩარევა".
“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ "რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ.
ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული ენჯეოების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა - კოდური სიტყვები, რომლებიც დიპ სტეიტის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს - "რუსეთუმე", "პრორუსული", "რუსული ჩარევა".
თუმცა, სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც, წლების წინ, ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის "ლიბერალმა ზაზებმა" ამხილეს”, - წერს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს