
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფოს უნდა, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი 5 წელი კიდევ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ დაუძლურდეს და მართლმსჯულებას თავი დააღწიოს.
“ჩვენ კლინიკისგან პირდაპირ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან. ჩვენ ვნახეთ ეს კიდევაც, ეს არათანამშრომლობა, რას ნიშნავს, ის არ თანამშრომლობს კლინიკასთან, ჩვენ ვნახეთ, რომ კლინიკის მიზნები და მიხეილ სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა, კლინიკისა და სახელმწიფოს მიზნებია, რომ ის იყოს ჯანმრთელად, სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული.
ჩვენ რასაც ვხედავთ და გვესმის, ის არ ემორჩილება ექიმებს, რომ მისი ინტერესი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ექიმებს და სახელმწიფოს უნდა, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი 5 წელი კიდევ, იმ დანაშაულებისთვის რაც დარჩენილი აქვს, მას უნდა, რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს, რათა იქნებ რამენაირად დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს