Logo

შალვა პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მასში აღწერილია "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები

პოლიტიკა
52
Frontnews image description

"2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა ინგლისურ ენაზე ითარგმნა. 300 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტში აღწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულები -  თუ როგორ შეიქმნა და მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი წამების სისტემა, როგორ ხორციელდებოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მკვლელობები, როგორ ხდებოდა ბიზნესის რეკეტი, როგორ ხდებოდა მედიის მიტაცება და როგორი იყო ჩადენილი დანაშაულები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, დოკუმენტში, რომლის ინგლისური თარგმანიც მომზადდა და გამოიცა, დეტალურადაა აღწერილი თითოეული პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი დანაშაული.

"ეს დოკუმენტი გადაეცემა ყველა საელჩოს, საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საელჩოების მეშვეობით მივიდეს ყველა რელევანტურ აქტორთან, მათ შორის მათთან, ვინც დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის იმ პერიოდის მხარდამჭერები არიან საზღვარგარეთ. დღემდე „ევროპის სახალხო პარტია“ არ აძევებს საკუთარი რიგებიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა გაერთიანებები მის დანაყოფებს საკუთარი რიგებიდან. დღემდე ამ დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს, შემოქმედს და იდეოლოგს - მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავენ ზოგიერთი უცხოელი აქტორები, რითაც უპირველეს ყოვლისა, ჩრდილს აყენებენ ევროპულ ღირებულებებს, დასავლეთს.  ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა თითოეული მტკიცებულებით ყველამ იცოდეს თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციასაც ახლა, როგორც ვხედავთ, ცდილობენ სწორედ ამ რეჟიმის შემქმნელი ადამიანები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები