შალვა პაპუაშვილი - საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია

ავტორი
Front News საქართველო
მედეგობის გასაძლიერებლად, ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, უნდა გავაგრძელოთ ღია დიალოგი მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, ერთობლივი მუშაობით, განსაკუთრებით ისეთი რეგიონული პლატფორმების ფარგლებში, როგორებიცაა PABSEC და PAM, შესაძლებელია მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევა.
"სიამაყით აღვნიშნავ, რომ ამ ტურბულენტურ პერიოდში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - უნიკალურ სიბრძნეს, მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისათვის იმედს ქმნიან.
საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, განსაკუთრებით ისეთი რეგიონული პლატფორმების ფარგლებში, როგორებიცაა PABSEC და PAM, შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას და უფრო სტაბილური და წარმატებული მომავლის ფორმირებას ჩვენი რეგიონებისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




