Logo

შალვა პაპუაშვილი - საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!

პოლიტიკა
48
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას ულოცავს.

"დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის.

უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - ინებოს უფალმა, რათა მრავალი წელი სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.

ღვთის წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს.

ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია!“- აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის მისალოც წერილში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები