შალვა პაპუაშვილი - საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
"23-24 ნოემბერს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი, სადაც საქართველოს პარლამენტმა ბულგარეთისგან შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში ასამბლეის თავმჯდომარეობა გადმოიბარა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ასამბლეაში მისი თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტები წარადგინა.
„ასამბლეაზე წარვადგინეთ, მათ შორის, ჩვენი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, რაც გახლავთ დაკავშირებადობის, ეკონომიკური თანამშრომლობის, საპარლამენტო დიპლომატის გაძლიერება და ხელშეწყობა.
მომავალ ზაფხულში საქართველოში გაიმართება ასამბლეის სხდომა და ჩვენ გვინდა, რომ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შავი ზღვა, შუა დერეფანი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი, კიდევ უფრო წინ წავწიოთ მის საპარლამენტო განზომილებაში. ასე რომ, ყველას გილოცავთ, რომ ჩვენ შემდეგი ექვსი თვე თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


