
ავტორი
Front News საქართველო
“14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა! ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოსთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს – საკუთარ სიცოცხლეს!”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი!
“14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა!
ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოსთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშას სწირავდა ყველაზე ძვირფასს – საკუთარ სიცოცხლეს, რადგან მომავალმა თაობებმა ამაყად აღმართონ და დაიცვან ჩვენი სახელმწიფოებრიობის ეს უმთავრესი სიმბოლო!
სახელმწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, დაუმარცხებელი სულის და ეროვნული ღირსების ნიშანი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დაე, ხუთჯვრიან დროშას ამაყად ეფრიალოს გაერთიანებულ საქართველოში!” – წერს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს