
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს თომა გომარს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას და აღნიშნა, რომ საქართველოს წვლილი უსაფრთხოებაში და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განუზომელია.
ასევე, მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოწვევებზე. ამ მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს