Logo

შალვა პაპუაშვილი – სამოქალაქო ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადობის ყველა ჯგუფი ჩართული იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში

პოლიტიკა
1454
Frontnews image description

“სამოქალაქო ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ  საზოგადობის ყველა ჯგუფი ჩართული იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამ კუთხით, განათლებაზე  და სახელმწიფო ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ  საზოგადოება იყოს მდგრადი,  ერთიანი,  ჰარმონიული, სწორედ ხელმისაწვდომობაა  მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინსტრუმენტი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურია საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოყენებაში.

 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც თემატური მოკვლევის  შედეგად იქნა წარმოდგენილი.

 

“ღრმა კვლევას ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ შემოწმდეს რამდენად მუშაობს პოლიტიკა, რომელიც პარლამენტს, განათლების სამინისტროს აქვს ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, რა კორექტივებია საჭირო და რა მიგნებებია. მნიშვნელოვანია, რომ უკვე საპარლამენტო ზედამხედველობის ჭრილშიც, კომიტეტმა  თვალყური მიადევნოს ამ რეკომენდაციების შესრულებას და ცხოვრებაში გატარებას და ჩვენ, ერთობლივად, პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე ვიზრუნოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ნაყოფიერი მუშაობისთვის და ეროვნულ – დემოკრატიულ ინსტიტუტს კვლევაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

“კიდევ ერთხელ დიდი მადლობა  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ნაყოფიერი მუშაობისთვის. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ – დემოკრატიულ ინსტიტუტს,  რომ იძლევა შესაძლებლობას ასეთი თემის კვლევის დროს რომ ეს  არ იყოს მხოლოდ კაბინეტური მოკვლევა, არამედ კომიტეტის თემატური მოკვლევის  შესაბამისი ჯგუფი ხვდებოდეს პროცესში  ჩართულ პირებს იმისთვის, რომ ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა  საკითხებს. იქნება ეს სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი, თუ ზოგადად ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები