
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია 23-27 ოქტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს