
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შერაზ გასრის შეხვდა. მან შერაზ გასრის ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მისიის განხორციელებაში.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავს და ყურადღება გაამახვილა დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.
“შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტებს შორის კავშირებზე და 2023 წელს შალვა პაპუაშვილის საფრანგეთში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და მოლოდინები.
შერაზ გასრიმ გამოხატა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესის ხელშესაწყობად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
შერაზ გასრი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს