
ავტორი
Front News საქართველო
მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია, იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.
“მე არ ვიცი, ეს მედიაში გავრცელდა, მთავარი არის ის, რომ მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია, იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან მოწინავეა ასოცირებულ ტრიოში. ამ ტრიოში ორ წევრ აქვს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველო და ქართველი ხალხი დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით. ამიტომ ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას, მით უფრო კარგი. ამას, მე მგონი, ყველანი მივესალმებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს