
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის ექვს და ნატოს ცხრა წევრ სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.
“საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის ექვს და ნატოს ცხრა წევრ სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს