
ავტორი
Front News საქართველო
ფრენების შეზღუდვა იყო სანქცია, რომელიც დაწესებული ჰქონდა რუსეთს, მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე, სხვა უსამართლობები, რომელიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს, აქეთ უნდა წავიდეს საბოლოო ჯამში რუსეთის გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არცერთი სანქცირებული კომპანია არ იქნება დაშვებული.
“ჩვენს მიდგომას, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო უზრუნველყოფს სრულად საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ითქვა მკაფიოდ, რომ არცერთი ავიაკომპანია, არცერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაეშვება. საქართველო არ აპირებს, დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს, დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს, ესეც ითქვა ცალსახად. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და მეორე მხრივ, არ აწესებს ორმხრივ სანქციებს და არ უწესებს სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს