
ავტორი
Front News საქართველო
ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე“ წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს.
“შთამბეჭდავი ნახტომი საქართველოსთვის გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიშში! საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს და დგას წამყვან ქვეყნებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. ანგარიში ეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს, საერთაშორისო კრიტერიუმების გამოყენებით ზომავს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს და სხვა რეიტინგები, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ნათლად გვეუბნება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს