შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, ქართველი ხალხი კი მხარს უჭერს უკრაინისადმი საქართველოს მთავრობის პოლიტიკას


ავტორი
Front News საქართველო
ქართველებს სხვებზე უკეთ გვესმის, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ უკრაინელები. ამიტომ რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრისთანავე, საქართველოს პოლიტიკა ყურადღების ცენტრში მოექცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Civil.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას და გასაკვირია, რომ საქართველოს პოლიტიკა კრიტიკის საგანი გახდა.
მისი თქმით, ქართველებს სხვებზე უკეთ გვესმის, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ უკრაინელები, რადგან საქართველო გაცილებით ადრე გახდა რუსეთის მსხვერპლი.
“ბრატისლავაში გამართულ GLOBSEC-ის უკანასკნელ კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად გახდომის სურვილი იყო. ამ კომენტარმა მღელვარება და ბევრი არასწორი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, რომ „ჩვენს ისტორიაში პირველად, ქვეყანაზე თავდასხმა მოხდა იმის გამო, რომ მას სურს, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი“.
როდესაც საქმე რუსულ აგრესიას, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს ეხება, საქართველოს თავისი სიტყვა ეთქმის და ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები ყურადსაღები უნდა იყოს, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ოპონენტებისთვის.უკრაინამდე იყო საქართველო. შესაბამისად, ქართველებს სხვებზე უკეთ გვესმის, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ უკრაინელები. ამიტომ რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრისთანავე, საქართველოს პოლიტიკა ყურადღების ცენტრში მოექცა.
საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, ქართველი ხალხი კი მხარს უჭერს უკრაინისადმი საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. ამის მიუხედავად, გასაკვირია, რომ საქართველოს პოლიტიკა კრიტიკის საგანი გახდა. ჩვენთვის ეს კრიტიკა მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო“, – წერს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი