შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას და საპარლამენტო დიპლომატიას მოაქვს შედეგი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას და საპარლამენტო დიპლომატიას მოაქვს შედეგი და განამტკიცებს სამართლებრივ საფუძველს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული პირების მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე” წერს.
“გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აქამდე ყველაზე მეტი, 100 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდი რეზოლუციის ყველა მხარდამჭერს, ასევე, მათ, ვინც რეზოლუციის წინააღმდეგ არ წავიდა“, – წერს პაპუაშვილი.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი