Logo

შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი, როგორც ჩანს, რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარივე პარტიიდან

პოლიტიკა
282
Frontnews image description

იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს ჩვეულებრივი უმრავლესობით, თუ პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიის წევრების მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

"იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს ჩვეულებრივი უმრავლესობით. აქაც პრობლემა არ იქნებოდა და არც არასდროს ყოფილა თუ პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა. სხვა დროს მოგვიხსნია იმუნიტეტი, მათ შორის, ნიკა მელიას მოვუხსენით გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით. დამნაშავეებს იმუნიტეტი არ იცავს, ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება მანდატებს, ეს მანდატები თავად გაიუქმეს. პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით. ხალხის მიერ არჩეული ადამიანები, ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებში, როდესაც ღალატობს ამომრჩეველს, რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შატალოზე არის, ისინი დაკარგავენ მანდატებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას ქვეყნიდან გასვლას, შალვა პაპუაშვილის თქმით,  გამოჩნდა, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება, გამოწვევები არსებობდეს.

"რაც შეეხება გიორგი გახარიას დამალვას საგამოძიებო კომისიისგან და მოულოდნელ გასვლას ქვეყნიდან, რასაც ვხედავთ ჩვენ, მისი თანაპარტიელებიც ვერ სცემენ პასუხს, როდის დაბრუნდება. პირველად გავიგე, რომ ადამიანი მიდიოდეს დაგეგმილ შეხვედრებზე და ცალმხრივი ბილეთი ჰქონდეს ნაყიდი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდეს ნაყიდი. ეს ხომ აბსურდია, ამიტომ მის შემთხვევაში შეიძლება, ითქვას რომ თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი, ერთი რამე გამოჩნდა, რომ მის მიმდევრებს, მისი როგორი სახეც უნდოდათ რომ დაეხატათ – მამაცი, გამბედავი ადამიანის, აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება, გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი, რისი შეეშინდა, ვერ გეტყვით, მაგრამ, როგორც 2021 წელს შეეშინდა და გაიპარა „ქართული ოცნებიდან“, როგორც ჩანს, ახლაც რაღაცის შეეშინდა და გაიპარა საკუთარივე პარტიიდან, მაგრამ, კიდევ ერთხელ, არაფერი საშიში არ არის, საგამოძიებო კომისიაში იმყოფებოდა, ვნახეთ, ჩვეულებრივი სამუშაო გარემო იყო. არ ვიცი, რა პრობლემა იყო, კვლავ მისულიყო და მიეცა განმარტებები, რადგან ასეთი შიში აქვს, დისტანციურ ჩართვაზეც დათანხმდა კომისია და მოვისმენთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement