
ავტორი
Front News საქართველო
ოთხი კანდიდატი არის დარჩენილი, საიდანაც ორი უნდა შეირჩეს. ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით მე, პირადად, ვადევნებ თვალყურს მედიასაც, განცხადებებს, რაიმე არსებითი შენიშვნა, კრიტიკა ვერ მოვისმინე, ისევე როგორც იმ სამი წევრის შესახებ, რომლებიც ავირჩიეთ, რაიმე საგნობრივი კრიტიკა ვერ მოვისმინეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისგან არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს პროცესისგან გამიჯვნისთვის.
“სინამდვილეში, საკითხი დგას შემდეგნაირად. შემდეგ კვირას დადგება ის მომენტი, როდესაც სრულად ოპოზიციის ხელში იქნება ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. ახლა მთელი საზოგადოება შევხედავთ, მათ შორის, ევროპაც შეხედავს, ოპოზიციის ხელში არის ბურთიც, მოედანიც, მათ ხელში არის რეკომენდაციის ამ ნაწილის შესრულება, ვნახოთ, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ნაწილის შესრულებას. ოთხი კანდიდატი არის, თქვან, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ ამ კანდიდატებში და მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს