შალვა პაპუაშვილი - შეწყალებაზე ვიდრე ვინმე ისაუბრებს, ისაუბროს არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა

ავტორი
Front News საქართველო
შეწყალებაზე ვიდრე ვინმე ისაუბრებს, ისაუბროს სინანულზე, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული
„უპირველეს ყოვლისა, შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. თუმცა შემიძლია, გითხრათ ერთი რამ, შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონიც და ეკლესიის კანონიც. ამიტომ, არაერთხელ ითქვა, რომ ვიდრე ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით“, სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა, სცადეს ქვეყნის დამხობა? ამიტომ, შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




