
ავტორი
Front News საქართველო
შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, ეს უკვე განმეორებით ხდება. პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის, მაშინ როდესაც თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის დაწესებულ წესებს, ამით თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა სამწუხარო რეალობაა.
“ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს იმავე კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი არღვევს, მას კონსტიტუცია გადაადგილების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს. შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს