
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა.
პაპუაშვილმა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“მდგომარეობა მისულია იმ ეტაპამდე, როდესაც უკვე შეიძლება ჯანმრთელობა შეუქცევადად დაზიანდეს, ექიმებსაც ვესაუბრე.
მოთხოვნას რაც შეეხება ამ საკითხს წყვეტს სასამართლო სასამართლოს კომპეტენციაა განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა. მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, რომ შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტონ შიმშილობა.
შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ესაუბრო სახელმწიფოს და მოითხოვო გადაწყვეტილების მიღება. თავისთავად, შიმშილობას ასეთი შედეგი ვერ ექნება. ერთადერთი შედეგი რაც შეიძლება დადგეს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და გადარჩენის მოთხოვნით 12 დღეა, შიმშილობს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს