Logo

შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია, ვიდრე არ დაგმობს ერიკ ოტოსონის განცხადებას

პოლიტიკა
371
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია“, – წერს შალვა პაპუაშვილმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს, რომ "საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს“.

Advertisement