
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარს, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკასა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა ადამოვას შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებაა.
პაპუაშვილმა სლავკომის სამეულს მადლობა გადაუხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით, აგრეთვე, მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები.
სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ვიზიტი სლავკოვის სამეულისთვის პირველ ერთობლივ საგარეო ვიზიტს წარმოადგენს. მათ დაადასტურეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ამ გზაზე საქართველოს დახმარების მზაობა გამოხატეს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს