
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ისტორიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.
საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრეა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის დიალოგს -აღნიშნა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.
მხარეებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
შეხვედრა გაიმართა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს