
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შოვის სტიქიის შემდეგ ადგილზე ვერტმფრენი სულ რაღაც 3 საათში მივიდა.
მისივე თქმით, საჭირო არ იყო სხვა ქვეყნების დახმარება, რადგან ყველა ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, შესრულდა.
“არანაირი დაგვიანებით, 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. ეს ერთი, და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა. 6 საათზე ღამე არ იყო მე მგონი ხო?!” – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს