
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს უკრაინაში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
“ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე”.
კიევის ოლქში დღეს დილით ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შს მინისტრი დენის მონასტირსკი და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს აფეთქდა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს