
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკულ მხარეს მიმართავს, რათა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ მტკიცებულებები გადმოსცენ.
“სუსი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის, მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს თავს. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება.
ადამიანი, რომელიც ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი, ეს ერთი და მეორე, სწორედ იმიტომ, რომ არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც არის რომ სუსმა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა, ამიტომაც არის, რომ მტკიცებულებებზე მიმართავს ამერიკის მხარეს, ამიტომაც არის, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს