Logo

შალვა პაპუაშვილი ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

პოლიტიკა
520
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 5-8 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა; ასევე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები