
ავტორი
Front News საქართველო
“ამ დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშა არის განთავსებული საპატიო ადგილას და თქვენ რასაც აკეთებთ, დაკეცილ დროშას სკოჩით რომ აწებებთ, პარლამენტში, ეს არის დროშის უპატივცემულობა. თქვენ დროშას კი არ ცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებს, მათ მიერ სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშის გაკვრის გამო.
“ამ დარბაზში სახელმწიფო დროშა არის განთავსებული. დროშას და ამ დარბაზს ეცით პატივი. სკოჩით რომ აწებებთ დროშებს, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას დროშების მიმართ საერთოდ, იქნება ეს საქართველოს თუ ევროკავშირის დროშა. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და სინამდვილეში, თქვენ დროშას კი არ ცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს