Logo

შალვა პაპუაშვილი – თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა

პოლიტიკა
588
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  მისი პრეზენტაციიდან სლაიდს აზიარებს, რომელზეც ჩანს, რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია.

“თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, შემდეგ სლაიდზე, რომელზეც ჩანს, რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა.

და ამათ ვინმე დაარწმუნებს, რომ არჩევნები არ გაყალბდა. ფაქტობრივად ტოტემების მსხვრევის ტოლფასი იქნებოდა მათთვის.

P.S. ეს საარჩევნო ოლქების რუკაა, რეგიონების რუკაც კი არ არის. ეს ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, ეგ თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები