
ავტორი
Front News საქართველო
“თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს უწოდებთ, დიახ, ალბათ, ხისტი ვარ. თუ თქვენ იმ სიმართლის პირდაპირ თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს უწოდებთ, დიახ, შეიძლება ხისტი ვარ. თუმცა, ამ ყველაფერში ვარ გულწრფელი და ვფიქრობ, მთავარია, რომ ადამიანი იყოს გულწრფელი თავის სიტყვებში და საქმეში“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.
„ის, რასაც აქამდე ვამბობდი და ამის შემდეგ ვიტყვი, იქნება ის სიმართლე, რომლისაც მე მჯერა, იქნება ის პირდაპირი დამოკიდებულება, რომელიც მე მექნება და დარწმუნებული ვარ, რომ აქამდეც ეს აღქმა იყო, რომ გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა სხვადასხვა საკითხების მიმართ და ამ ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას გიზიარებდით, მათ შორის, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს