შალვა პაპუაშვილი - ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა! "ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია


ავტორი
Front News საქართველო
ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა! "ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ დაზაფროს გარკვეულად სიტუაცია, მაგრამ არაფერი არ გამოსდის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო პროცესები დარღვევით მიმდინარეობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირიქით, „ლელოს“ მხრიდან აქვს დარღვევას ადგილი, მათ შორის ერთ-ერთი კი „ლელოს“ მიერ საარჩევნო უბნებზე განთავსებული კამერებია, რომლებსაც ხმის ჩაწერის ფუნქციაც აქვს.
"პირიქით, მე ვთქვი ის დარღვევა, რაც "ლელოს“ მხრიდან არის ოზურგეთში არ გაჰყვნენ გადასატან ყუთს და მეორე, რაზეც ჩვენ აუცილებლად საჩივარს შევიტანთ, იცით, რომ „ლელომ“ განათავსა კამერები თბილისის უბნებში და როგორც ირკვევა ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერთ აუცილებლად საჩივარს, რომ ისინი იწერენ, როგორც ჩანს სურთ ხმის ჩაწერის ფუნქცია. ასე რომ, სხვა მხრივ, ვინმეს თუ რაიმე, მათ შორის ერთ-ერთ უბანზე იყო „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან, საჩივარს წერდა თითქოს გაჟონვასთან დაკავშირებით, თუმცა ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, ესეც დავაფიქსირეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს