შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მიწვევით ანკარაში გაემგზავრა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს რუმან ქურთულმუშს შეხვდება.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ჭყონია არიან.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ანკარაში 18 ივნისს დასრულდება.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




