
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტუვალუს პარლამენტის თავმჯდომარე სამუელუ ტეოს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ტუვალუს მხარეს მადლობა გადაუხადა ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად.
შალვა პაპუაშვილმა ტუვალუს სპიკერს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ოკუპაციის შედეგები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ტუვალუ განაგრძობს გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს და ტუვალუს შესახებ და შეთანხმდნენ პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე კონკრეტული ინიციატივების გზით.
შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს